Thursday, December 12, 2013

TOP 10 ტენდენცია დახვეწილი და გლამურული ქაბატონებისთვის

1. ლეოპარდის (ე.წ. წიგროვი) პრინტი
ცხოველის პრინტის სამოსი ძალიან ბევრმა ჰოლივუდის ვარსკვლავმა მოირგო და შესაბამისად, პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა, მაგრამ, ალბათ, დამეთანხმებით რომ, ლეოპარდი ყველაზე გამორჩეული და მიმზიდველია.
2. მუქი ფერის ტუჩსაცხი
2013-14 წლებში მსოფლიო მოდის შემქმნელების გადაწყვეტილებით მაკიაჟის გაკეთებისას აქცენტი თვალებიდან ტუჩზე გადავიდა, ამიტომ ისინი ქალბატონებს ურჩევენ, გამოიყენონ ბორდოსფერი, მუქი იასამნისფერი და ყავისფერი ტუჩსაცხი.
3.იოგა
იოგა გარდა იმისა რომ, მასზე სიარული ძალიან პრესტიჟულია, ამასთანავე, ფსიქოლოგიურად გვეხმარება მუდმივი სიმშვიდისა და წონასწორობის შენარჩუნებაში, რაც აქტიური ცხოვრების წესის მქონე ქაბატონებისთვის აუცილებელია.
4. Boyfriend Jeans
Boyfriend  ჯინსები კვლავ არ კარგავს აქტუალობას. მოდურ ქალბატონებს მოვუწოდებ, რომ გარდერობში აუცილებლად იქონიონ ეს ჯინსები, რომლებიც ნებისმიერი სტილის ფეხსაცმელს უხდება.
5. Floral Trend
ყვავილის პრინტი აქტიურად იყო გამოყენებული წამყვანი დიზაინერების კოლექციებში, განსაკუთრებით ხშირად ეს ტენედენცია ბოლო პერიოდში ვალენტინოს ჩვენებებზე გვხვდება.
6. დიდი ზომის სათვალეები
საიმიჯო სათვალეები ძალიან კარგი არჩევანია საქმიანი და ოფიციალური შეხვედრებისთვის, ამიტომ იგი კვლავ რჩება ყველაზე მოდური ტენდენციების სიაში.
7. აზიური შარფები
შარფი ის აქსესუარია, რომელიც თქვენს ლუქს კიდევ უფრო მრავალფეროვან იერს მიანიჭებს. ამ სეზონზე გირჩევდით აზიური პრინტის დიდი მოცულობის შარფებს.
8. წვეტიანი ფეხსაცმელები
ადრე თუ ასეთი ფეხსაცმელები დაცინვის ობიექტი იყო, დღეს ისინი ყველა მოდის მიმდევრი გარდერობში მოიძებნება, სხვადასხვა ფერისა თუ ფაქტურის.
9. მასიური ბეჭდები
ძალიან პოპულარული გახდა არა ერთი, არამედ რამდენიმე ბეჭდის ერთად ტარება, თანაც სასურველია ეს ბეჭდები დიდი მოცულობის იყო.
10. Celine box ჩანთები
Celine box ეს არის მხარზე გადასაკიდი მცირე ზომის ჩანთა, რომელიც აბსოლუტურად ყველა გემოვნების ქაბატონის გემოვნებას აკმაყოფილებს.

No comments:

Post a Comment